სერვისები

• მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, www.maleo.ge ვებ-გვერდის საშუალებით, დააზღვიოს გზავნილის დაკარგვა, გზავნილის ისეთი გარეგანი დაზიანება, რომელიც იწვევს მისი შიგთავსის დაზიანებასაც და შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვა.

• ვებ გვერდ www.maleo.ge-ზე დაზღვევის მონიშვნა შესაძლებელია მხოლოდ დადეკლარირებულ ამანათებზე, ვიდრე გზავნილი დატოვებს საერთაშორისო გაცვლის ცენტრს.

• დაზღვევის საფასური შეადგენს დეკლარაციაში მითითებული ნივთის ღირებულების 5%-ს.

• დაუშვებელია აკრძალული ნივთების დაზღვევა. ასეთი ნივთების დაზღვევის შემთხვევაში, შპს „საქართველოს ფოსტა“ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.

• დაზღვევა არ ვრცელდება მსხვრევადი სახის ნივთებზე (ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო; მინისგან დამზადებული ნებისმიერი ნივთი ან/და სხვა);

• შპს „საქართველოს ფოსტა“ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებული არ არის, შიგთავსი კი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია.