Ø გზავნილის ადგილზე მიტანის სერვისი გულისხმობს კურიერის მიერ გზავნილის მისამართზე ჩაბარების მომსახურებას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია გზავნილის სერვის ცენტრში შესვლის შემდეგ, მომხმარებელი, „ადრესატის მისამართზე
ჩაბარების“ სერვისით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, ვებგვერდზე
www.maleo.ge შესაბამის ღილაკზე დაჭერით ახორციელებს სერვისის
შეკვეთის გააქტიურებას.
Ø
აღნიშნული მომსახურება
ვრცელდება მხოლოდ იმ მისამართზე ჩაბარების შემთხვევაში, რომელიც მითითებული აქვს მომხმარებელს
ვებგვერდზე რეგისტრაციისას.
Ø ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დამისამართებული
გზავნილებისთვის „ადრესატის მისამართზე
ჩაბარების“ სერვისი არის უფასო და ის ვრცელდება იმ გზავნილებზე,
რომლებიც გაერთიანებულია ერთი
რეისის ქვეშ, დამისამართებულია ერთ მისამართზე და გზავნილების ჯამური წონა არ
აღემატება 10 კგ-ს. ამასთან, თუ
ვიზიტის განხორციელებისას ვერ მოხდება გზავნილ(ებ)ის ადრესატისათვის ჩაბარება, ის დაბრუნდება
სერვისცენტრში.
Ø რეგიონებზე (გარდა თბილისისა) დამისამართებული გზავნილების „ადრესატის მისამართზე
ჩაბარების“ სერვისი ფასიანია და შეადგენს 3 (სამი) ლარს. ამასთან,
ერთი ტარიფის გადახდით შესაძლებელია ერთი რეისის ქვეშ გაერთიანებული და ერთი და იგივე
მისამართზე დამისამართებული გზავნილების მიღება, რომელთა ჯამური წონა
არ აღემატება 10 კგ-ს. მომხმარებელს
შესაძლებლობა აქვს ვებგვერდის www.maleo.ge საშუალებით მომსახურების
ღირებულების წინასწარი გადახდის გზით შეუკვეთოს აღნიშნული სერვისი.
Ø ვებგვერდზე www.maleo.ge ადრესატის
მისამართზე მიტანის სერვისი აქტიურდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის დაკმაყოფილების
შემთხვევაში:
§
თუ ერთი
ადრესატის სახელზე, ერთი რეისის ქვეშ გაერთიანებული და ერთ მისამართზე დამისამართებული
გზავნილების საერთო წონა ტოლია ან ნაკლებია 10კგ-ზე;
§
თუ გადახდილია
ტრანსპორტირების, დეკლარირებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დაზღვევის (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) ღირებულება;
Ø მალეოს გზავნილის ადგილზე მიტანის მოთხოვნის მიღების
შემდეგ კურიერის მიერ გზავნილის ჩაბარების
ვადები შემდეგია:
ქალაქებში, სადაც მდებარეობს სერვისცენტრი:
§ 12:00
საათამდე სერვისცენტრში შეკვეთის მიღების შემთხვევაში - იმავე სამუშაო დღეს;
§ 12:00
საათის შემდეგ სერვისცენტრში შეკვეთის მიღების
შემთხვევაში - მეორე სამუშაო დღის 12:00 საათამდე.
დანარჩენ ტერიტორიაზე (რეგიონებში შემავალი სოფელი,
დაბა, დასახლება):
§ სერვისცენტრში შეკვეთის მიღებიდან
არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღის ბოლომდე.
Ø გზავნილის ჩაბარების მიზნით კურიერი ადრესატის მისამართზე ახორციელებს ერთჯერად
ვიზიტს.
Ø გზავნილი შეიძლება ჩაბარდეს
როგორც უშუალოდ ადრესატს, ასევე ნებისმიერ სრულწლოვან პირს, რომელიც
დახვდება კურიერს ადრესატის მისამართზე და განაცხადებს, რომ ცხოვრობს/მუშაობს ადრესატთან ერთად.
Ø გზავნილის (მათ შორის, დაზღვეულის) ჩაბარება ხორციელდება
გზავნილის მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისა და გზავნილის მიღების დასტურად მის
მიერ სათანადო წესით ხელმოწერის განხორციელების შემდეგ.
Ø იურიდიული
პირის შემთხვევაში, მისი ჩაბარება ხორციელდება კანცელარიაში ან ასეთივე დანიშნულების
სტრუქტურულ ერთეულში, ან ის გადაეცემა ასეთ ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს. ამასთან,
თუ გზავნილის ადრესატია ორგანიზაცია, რომლის მისამართად მითითებულია საცხოვრებელი ბინის/სახლის
მისამართი, ასეთ მისამართზე მცხოვრები სრულწლოვანი პირისათვის გადაცემული გზავნილი
ითვლება სათანადო წესით ჩაბარებულად, თუ ეს პირი კურიერს განუცხადებს, რომ ცხოვრობს
აღნიშნულ მისამართზე.
Ø
დადეკლარირებული მალეოს გზავნილის ჩაბარება უნდა მოხდეს:
§ თუ
გზავნილის ადრესატი ფიზიკური პირია - უშუალოდ ადრესატზე ან მის მინდობილ პირზე ნოტარიულად
დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
§ თუ
გზავნილის ადრესატი იურიდიული პირია - იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების
მქონე პირზე ან გაცემული მინდობილობის საფუძველზე - ნებისმიერ მესამე პირზე.
Ø იმ შემთხვევაში, თუ კურიერი ვერ ახერხებს
შენობაში შესვლას, სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და
ა.შ.), ან კურიერს არავინ დახვდება ადრესატის მისამართზე, ან პირი (თუ ის არ არის უშუალოდ
ადრესატი) უარს განაცხადებს მალეოს გზავნილის მიღებაზე, კურიერი დატოვებს შეტყობინებას,
რომელშიც მიუთითებს საფოსტო სერვისცენტრის მისამართს, სადაც ადრესატს შეუძლია მიაკითხოს გზავნილს.
Ø კურიერის მიერ შეტყობინების
დატოვება ხორციელდება იმ პირისათვის, რომელიც დახვდება მას ადრესატის მისამართზე (თუ
მისი ასაკი ვიზუალური შეფასებით აღემატება 16 წელს). ყველა სხვა შემთხვევაში, კურიერი
შეტყობინებას ტოვებს იმ ადგილას, რომელიც ყველაზე
უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ. ადრესატის კარი, სადარბაზოს კარი გარედან
და ა.შ.) ან თუ შენობას ჰყავს დაცვა, შესაძლებელია შეტყობინების მისთვის დატოვება.
Ø შპს
„საქართველოს ფოსტა“ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ გზავნილის ადრესატის მისამართზე
ჩაბარება ვერ განხორციელდება შპს „საქართველოს ფოსტისგან“ დამოუკიდებელი მიზეზების
გამო (არ დახვდა მისამართზე, არასწორად მიუთითა მისამართი და ა.შ.).
Ø მალეოს მომხმარებელს
(ფიზიკურ და იურიდიულ პირს) აქვს საშუალება შეუკვეთოს დამატებითი სერვისის სახით გზავნილის
განსხვავებულ მისამართზე ჩაბარების ფასიანი სერვისი, გზავნილის საქართველოში მდებარე
სერვისცენტრებში მიტანის შემდეგ.
Ø აღნიშნული
სერვისი მოიცავს ორ მომსახურებას, მისამართის ცვლილება + მისამართზე ჩაბარების სერვისი.
Ø მომხმარებელს (როგორც ფიზიკურს, ასევე იურიდიულ პირს) შეუძლია
დადგენილი საფასურის სანაცვლოდ შეუკვეთოს სერვისი შემდეგი არხებიდან:
§ services@gpost.ge
- ის ელექტრონულ ფოსტაზე მოთხოვნის გაგზავნით
§ ქოლცენტრის საშუალებით;
§ სერვისცენტრის საშუალებით;
§ ვებ გვერდიდან www.gpost@ge , ციფრული სერვისების საშუალებით
ჩაუბარებელი „მალეო“ გზავნილის შენახვის ვადა შეადგენს მისი ქვეყანაში შემოსვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ გზავნილი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაეცემა სახელმწიფოს.