რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ გაგიაქტიურდებათ პერსონალური მისამართი, რომელიც მოცემული იქნება თქვენს პირად კაბინეტში.
მაგალითად:
Name: Giorgi Beridze
Address1: 3609 Old Capitol Trail, Suite D-6
Address2: MP00001
City: Wilmington
State: DE
Zip: 19808
Country: USA
Tel: +1 (848) 888-3410
საერთაშორისო გაცვლის ცენტრში მიტანიდან 7-12 სამუშაო დღეში ჩამოდის გზავნილი საქართველოში.
ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება გზავნილის რეალური წონიდან. (ამ შემთხვევაში ყურადღება არ ექცევა გზავნილის მოცულობას)
გზავნილის ზომა (სიგრძე, სიგანე ან სიმაღლე) არ უნდა აღემატებოდეს 1.5 მ-ს და წონა 50 კგ-ს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათის ტრანსპორტირების საფასურის დაანგარიშება მოხდება ამანათის მოცულობითი წონით.
ყველა ამანათი გადაიფუთება მალეოს საწყობში.
სერვის ცენტრიდან მალეოს ამანათის გასატანად საჭიროა წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ოთახის ნომერი. იმ შემთხვევაში თუ ამანათი გააქვს მესამე პირს, მან ოთახის ნომერთან ერთად უნდა წარადგინოს საკუთარი და ადრესატის პირადობის დამადასტურებელ საბუთი.
ტრანსპორტირების საფასურის გადახდა შეგიძლიათ მალეოს ვებ გვერდიდან ან სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
წონის დამრგვალება არ ხდება.
გზავნილის ადგილმდებარეობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ მალეოს ვებ გვერდზე გზავნილის საძიებო სისტემის მეშვეობით ან დაგვიკავშირდეთ ქოლ ცენტრში ნომერზე (32) 2 24 09 09.
გზავნილი ექვემდებარება განბაჟებას: თუ მისი ღირებულება არის 300 ლარი ან მეტი ღირებულების მქონე; თუ გზავნილში 5 ან მეტი ერთნაირი ნივთია; თუ გზავნილის წონა აღებატება 30 კგ-ს.
გზავნილი, სერვის ცენტრში ინახება 1 თვის განმავლობაში.
გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია ვებ გვერდ www.maleo.ge-ს საშუალებით.
არ ხდება შიგთავსის დაზიანების დაზღვევა. გზავნილის შიგთავსის დაზიანება ნიშნავს არასწორ შეფუთვას.
მალეო ერთგულ მომხარებელს სთავაზობს ბონუს პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ყოველი გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდიდან ქულების სახით პირად ანგარიშზე დაიბრუნოს გადახდილი თანხის 5%-მდე.
მომხმარებელს გზავნილის ტრანსპორტირების თანხის გადახდისას, ყოველ 0.20 ლარზე ბონუს ქულის სახით ერიცხება 10 ქულა, რაც უდრის 0.01 ლარს. ქულათა დაანგარიშება ხდება ყოველ გახარჯულ 0.20 ლარზე.
თანხა | ქულა | |
0.01 – 0.19 | 0 | |
0.20 – 0.39 | 10 | |
0.40 – 0.59 | 20 | |
0.60 – 0.79 | 30 | |
0.80 – 0.97 | 40 | |
1.00 | 50 |
მალეოს ბონუს პროგრამის ფარგლებში, მომხამარებელს საშუალება აქვს დაგროვილი ქულები გადაცვალოს თანხაში. გადაცვლილი თანხა მომხარებელს შეუძლია გამოიყენოს გზავნილის ტრანსპორტირების ხარჯის ასანაზღაურებლად იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ გადაცვლილი თანხა საკმარისია გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სრულად დასაფარად.
შეჯამებას არ ექვემდებარება ქულების საფუძველზე გადაცვლილი და ბალანსზე არსებული თანხები.
შესაბამისად ტრანსპორტირების თანხის გადახდა ქულების საფუძველზე გადაცვლილი თანხით შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ასეთი თანხა საკმარისი იქნება მითითებული ტრანსპორტირების თანხის დასაფარად.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს და ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა განყოფილებაში „მიღებულია სერვისცენტრში“ დააჭიროთ ღილაკს „განბაჟება“ და ატვირთოთ დოკუმენტები:
გზავნილის მიღებას შეძლებთ მხოლოდ დეკლარირების მომზადების საფასურის გადახდის შემდეგ.
თუ ამანათზე არ არის გადახდილი დამატებითი ღირებულების
გადასახადი და ნივთი გამოწერილია საბერძნეთის გარდა სხვა ქვეყნიდან. კერძოდ:
1.
თუ თქვენ ნივთს იწერთ საბერძნეთის ონლაინ მაღაზიიდან,
ამანათს მიიღებს საბერძნეთის საწყობი და გამოიგზავნება საქართველოში ისე, რომ ევროკავშირის
რეგულაციებით ის არ დაექვემდებარება საბაჟო გადასახადების გადახდას.
2.
თუ თქვენ ნივთს იწერთ საბერძნეთის გარდა სხვა ქვეყნის
ონლაინ მაღაზიიდან და გამოწერისას მისამართში უთითებთ საბერძნეთის საწყობის მისამართს,
ამანათი საბერძნეთის საბაჟო ტერიტორიაზე შესვლისას იბეგრება დღგ-თი. გაითვალისწინეთ,
რომ თუ ნივთის გამოწერისას თქვენს მიერ გადახდილი ნივთის ღირებულება არ მოიცავს დღგ-ს,
ის არ შევა საბერძნეთის საწყობში და დაუბრუნდება უკან გამყიდველს (ონლაინ მაღაზიას).